top of page
Search

ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდო

Updated: Dec 5

რატომ არის მნიშვნელოვანი ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდო?

რეალური მაგალითები


ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდოს მაგალითები ნათლად აჩვენებს, როგორ ეხმარება პროგრამა ახალგაზრდებს პიროვნულ განვითარებაში, უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში. ამ ბლოგში დეტალურად არის წარმოდგენილი, როგორ მუშაობს პროგრამის თითოეული კომპონენტი.


ახალგაზრდა მონაწილეობს ფიზიკურ რეკრეაციაში — სპორტული ვარჯიში ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდოს ფარგლებში, გამძლეობისა და ჯანმრთელობის განვითარებისთვის.

ფიზიკური რეკრეაცია

ფიზიკური რეკრეაციის კომპონენტით პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდებს, ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში და გაჯანსაღდნენ ფიზიკურად და მენტალურად. მაგ. ახალგაზრდა მიზნად ისახავს, რომ, სხვადასხვა ვარჯიშის საშუალებით გაიზარდოს კუნთური მასა და გამძლეობა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, გაზომოს და აღრიცხოს საკუთარი პროგრესი, ივარჯიშოს კვირაში სამჯერ თითო საათით და დაუკავშირდეს პროგრამის წარმომადგენელს ყოველ თვე, რათა შეაფასოს საკუთარი პროგრესი პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად.


მოსწავლე გუნდი ჩართულია მოხალისეობრივ საქმიანობაში — წიგნის კლუბის ჩატარება და ლიდერობის უნარების განვითარება ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდოს პროგრამის ფარგლებში

მოხალისეობრივი საქმიანობა

მოხალისოებრივი საქმიანობის კომპონენტის ფარგლებში მონაწილეებს მოეთხოვებათ, ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში განსაზღვრული დროით, რაც მათ ეხმარება, ჩამოყალიბდნენ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად, განივითარონ ემპათიის გრძნობა და კომუნიკაციის უნარები.  მაგ. ახალგაზრდა მიზნად ისახავს, რომ საკუთარ სკოლაში 52 კვირის განმავლობაში გაუძღვეს წიგნის კითხვის კლუბს მეოთხე კლასების მოსწავლეებისათვის, კვირაში ერთხელ დაგეგმოს და ჩაატაროს 45 წუთიანი კითხვის ინტერაქციული აქტივობები, რითიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში წიგნიერების უნარის განვითარებას და, მეორე მხრივ, გაიუმჯობესებს ლიდერობის უნარს.


ახალგაზრდები ჯგუფური ლაშქრობით სწავლობენ დაბრკოლებების გადალახვას და გუნდურ მუშაობას — სათავგადასავლო ექსპედიცია ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდოს ფარგლებში

სათავგადასავლო ლაშქრობა

სათავგადასავლო ლაშქრობის კომპონენტი ხელს უწყობს შეუპოვრობის, დაბრკოლებების გადალახვისა და ახალი აღმოჩენებისკენ მისწრაფების უნარების განვითარებას. მონაწილეები მცირე ჯგუფებში სწავლობენ, თუ როგორ დაგეგმონ და განახორციელონ უსაფრთხო და საინტერესო ლაშქრობა მათთვის უცნობ გარემოში კვალიფიციურ მენტორებთან ერთად. მაგ. მონაწილეები მიზნად ისახავენ აღმოაჩინონ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის ფლორა და დაფარონ ბორჯომის 34 კმ-იანი პანორამების ბილიკი 2 დღეში. 


ახალგაზრდა აჩვენებს საკუთარი პროგრესის შედეგებს, რაც ასახავს ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდოს გავლენას პიროვნულ განვითარებაზ

უნარები

უნარების სექცია ხელს უწყობს ახალგაზრდებს, განივითარონ ან ის კრეატიული ან პრაქტიკული უნარები, რომლებიც უკვე აქვთ ან აღმოაჩინონ სრულიად ახალი ინტერესები და დაეუფლონ ახალ უნარებს.  მაგ. ახალგაზრდა მიზნად ისახავს, შეისწავლოს გიტარის საფუძვლები, 13 კვირის განმავლობაში კვირაში ორჯერ დაესწროს გიტარის გაკვეთილებს და შეძლოს მინიმუმ სამი მუსიკალური ნაწარმოების შესრულება გიტარაზე დათქმულ თარიღამდე. 



 
 
 

Comments


bottom of page