top of page

ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდო

Proud To Deliver In English Colour Logo.png

ბრიტანული არაფორმალური განათლება უკვე საქართველოშია!

 ოქროს კომპასის, როგორც არაფორმალური განათლების ცენტრის, ერთ-ერთი  მთავარი მიზანია, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის მსოფლიოში უკვე გამოცდილი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები გახადოს ხელმისაწვდომი და მათ, სასკოლო კედლებს მიღმა, განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობები შესთავაზოს.  სწორედ ამიტომ მოვიპოვეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არაფორმალური განათლების პროგრამის, ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდოს ლიცენზია. 

რა არის ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდო?

Founders100_Image_beach_cleaner.png

ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდო არის არაფორმალური განათლების მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პროგრამა, რომელიც 14-24 წლის ახალგაზრდებს ეხმარება იპოვონ თავიანთი მიზანი, ადგილი და მისწრაფებები თანამედროვე სამყაროში.

პროგრამა ედინბურგის ჰერცოგმა, პრინცმა ფილიპმა 1956 წელს დიდ ბრიტანეთში დააფუძნა.  დღესდღეობით, პროგრამაში მსოფლიოს 1.3 მილიონი ახალგაზრდაა ჩართული მთელი მსოფლიოდან და მას ყოველდღიურად 1800-მდე მონაწილე უერთდება.

როგორ მუშაობს პროგრამა?

პროგრამა შედგება ოთხი კომპონენტისგან:

  • ფიზიკური რეკრეაცია,

  • მოხალისეობრივი საქმიანობა,

  • სათავგადასავლო ლაშქრობა,

  • უნარების განვითარება.

პროგრამაში ჩართულმა ახალგაზრდებმა თითოეულ ამ კომპონენტში კონკრეტული, რეალისტური და დროში გაწერილი მიზნები უნდა დაისახონ. დასახული მიზნების წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, ისინი საერთაშორისოდ აღიარებულ ბრინჯაოს, ვერცხლის ან ოქროს ჯილდოს მოიპოვებენ.

Founders100_Image_team_talk.png

რატომ უნდა გამოიყენო ეს შესაძლებლობა?

Founders100_Image_group_peace_sign.jpg

პროგრამა ახალგაზრდებს ეხმარება:

  • გაიმყარონ საკუთარი თავისადმი რწმენა,

  • ისწავლონ კონკრეტული მიზნების დასახვა,

  • გადალახონ გამოწვევები,

  • საკუთარ თავში აღმოაჩინონ ის ინტერესები და ნიჭი, რომლებიც არც კი იცოდნენ, რომ ჰქონდათ,

  • წვლილი შეიტანონ საკუთარი თემის განვითარებაში,

  • გაჯანსაღდნენ ფიზიკურად და მენტალურად

  • გაიჩინონ ახალი მეგობრები,

  • შეიძინონ დაუვიწყარი მოგონებები.

როგორ დაგეხმარება პროგრამა მომავალში?

კანდიდატის შერჩევისას უნივერსიტეტები და დამსაქმებლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მის გუნდურობის, ლიდერობის, კომუნიკაციის, პრობლემების გადაჭრის და დროის მართვის უნარებს.   ჯილდოს მფლობელი ახალგაზრდა ათასობით აპლიკანტისგან გამოირჩევა, რადგან შესაძლებლობა აქვს, აღნიშნული უნარების ფლობა კონკრეტული მაგალითებით დაადასტუროს და საკუთარი უნიკალური გამოცდილება საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდოთი გაამყაროს.

Image 28.jpg

პროგრამაზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მალე განახლდება! 

bottom of page