მოხალისეობრივი საქმიანობა - გზა პიროვნული ზრდისკენ
- Golden Compass

- Nov 18
- 2 min read
Updated: Dec 5
მოხალისეობრივი საქმიანობა ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. გინახავთ, როგორ ენთებათ თვალები ახალგაზრდებს, როდესაც რაღაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, მაშინაც კი, როცა ამ საქმეს არც შემოსავალი მოაქვს და არც რაიმე ფორმალური შეფასება?

რატომ არის მოხალისეობრივი საქმიანობა არაფორმალური განათლების მნიშვნელოვანი კომპონენტი?
როდესაც ახალგაზრდა მოხალისეობრივი საქმიანობით არის დაკავებული, სწავლის პროცესი საკლასო ოთახებიდან რეალურს სამყაროში გრძელდება.
ოქროს კომპასის გუნდში გვჯერა, რომ მოხალისეობრივი საქმიანობა არის გზა, რომელიც აძლიერებს პასუხისმგებლობას, ბადებს ინიციატივას, თანაგრძნობას და თანამშრომლობას, ყველაფერს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ახალგაზრდამ ცხოვრებაში თავი არა მხოლოდ წარმატებულად, არამედ მნიშვნელოვნადაც იგრძნოს.
მოხალისეობა საქართველოში - კულტურის ფორმირება
საქართველოში მოხალისეობრივი საქმიანობის კულტურა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. სწორედ ამიტომ, გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მიმართულების განვითარებაში და ამ პროცესში ახალგაზრდებისა და სკოლების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა თუ სხვადასხვა ორგანიზაციის აქტიურ ჩართვაში. ვგრძნობთ, რომ მოხალისეობრივი საქმიანობა შეიძლება იქცეს იმ ხიდად, რომელიც განათლებას რეალურ ცხოვრებასთან, ხოლო თეორიას ემოციასთან აკავშირებს.
მოხალისეობა, როგორც განვითარების ინსტრუმენტი
მოხალისეობა ყოველთვის პროქატიულ მოქმედებას გულისხმობს, ხოლო მოქმედება კი ის სივრცეა, სადაც ადამიანი ყველაზე მეტად იზრდება და ვითარდება. ნებისმიერი მოხალისეობრივი სქმიანობა, იქნება ეს გარემოსდაცვითი აქცია, სოციალური ინიციატივა, სწავლების თუ დახმარების პროექტი, თუ აქტივობა, სადაც ადამიანი სხვების საკეთილდღეოდ იყენებს საკუთარ ენერგიას, ცოდნასა და დროს - სივრცეს მხოლოდ განვითარებისთვის აჩენს. ასეთი გამოცდილება კი ბავშვებსა და ახალგაზრდებში თავიდანვე აყალიბებს ემპათიის უნარს, დაინახონ და იგრძნონ სხვისი მდგომარეობა. ეს უნარი უმთავრესად ადამიანურია და სწორედ მასზე დგას საზოგადოების ჯანსაღი განვითარება.
ედინბურგის ჰერცოგის ჯილდო
ედინბურგის ჰერცოგის ჯილდო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ძალა, უნარი და პასუხისმგებლობა.
მისი ძირითადი კომპონენტებიდან ერთ-ერთი სწორედ მოხალისეობრივ საქმიანობას ეხება, რაც აერთიანებს სწავლას, გამოცდილებას და ემოციას ერთ მთლიან, ღირებულ პროცესად.
ეს პროგრამა ეხმარება ახალგაზრდებს, ისწავლონ მიზნის დასახვა, საკუთარი საზღვრების გაფართოება, ლიდერობის უნარის განვითარება და ამავდროულად, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების კეთება.
დასკვნა
ჩვენ გვჯერა, რომ მოხალისეობრივი საქმიანობა არა მხოლოდ საზოგადოების განვითარების ინსტრუმენტი, არამედ ადამიანის შინაგანი ზრდის ყველაზე ბუნებრივი გზაა. თუ თითოეულ ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს ასეთ საქმიანობაში, ის არა მხოლოდ ცოდნას შეიძენს, არამედ ისწავლის, როგორ იქცეს იმ ადამიანადაც, რომელიც სხვებს შთააგონებს.
მოხალისეობა გვახსენებს, რომ სწავლა არ მთავრდება ფორმალური განათლების სივრცეში, არამედ ის გრძელდება იქ, სადაც ვეხმარებით, ვუსმენთ და ვიღაცისთვის უკეთეს მომავალს ვქმნით შინაგანი გულწრფელობითა და უპირობო სიყვარულით.




Comments