
თუ ჯერ არ იცი, საით - ჩვენ მოგცემთ კომპასს

ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდოს პროგრამა
როგორ მუშაობს პროგრამა და რა ს არგებელი მოაქვს მას შენთვის?
ისახავ კონკრეტულ, დროში გაწერილ მიზანს 4 ძირითად კომპონენტში. წარმატებით გადალახვის შემთხვევაში კი მოიპოვებ საერთაშორისოდ აღიარებულ ბრინჯაოს ჯილდოს.
მონაწილეობით:
• ივითარებ დასაქმებისთვის აუცილებელ უნარებს (შეუპოვრობა, დაგეგმვა, დროის მართვა და სხვ).
• აღმოაჩენ მიზნებს, ნიჭს და გაიმყარებ საკუთარი თავისადმი რწმენას.
• როგორც მოხალისეს, მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვს შენი თემის განვითარებაში.
მეტი იდეა და რჩევა იხილეთ ბლოგის სექციაში
"ოქროს კომპასის" მხარდამჭერი ორგანიზაციები
![]() | ![]() | ![]() |
|---|---|---|
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() |
![]() |

ჩვენი მისია
ოქროს კომპასის მისიაა ახალგაზრდების მხარდაჭერა თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენაში მათი აუცილებელი ცხოვრებისეული უნარებით, თვითშემეცნებისა და მიზანდასახულობის გრძნობით აღჭურვის გზით, გამოწვევებით სავსე, უსაფრთხო გარემოში, რომელიც ცილდება ტრადიციულ საკლასო ოთახს. გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით შთაგონებული პროგრამების მეშვეობით, ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდებს იპოვონ თავიანთი გზა და ადგილი მუდმივად განვითარებად სამყაროში.
ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. შევიძინე ახალი მეგობრები. ძალიან მაგარი და ემოციებით დატვირთული დღეები იყო.
ელისაბედი, თბილისის კლასიკური გიმნაზია, XI კლასი
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩემ პროფესიულ გზაზე. პროგრამამ დამარწმუნა, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი არაა - თუ ტრანსფერული უნარები არ ვითარდება.
თათია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა რომ გამოცდილებაც მიმეღი და მოტივაციაც, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარო.
საბა, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, XII კლასი
კომპასის პროგრამის საშუალებით ჩემს თავში აღმოვაჩინე ისეთი შესაძლებლობები, რომლის შესახებაც აქამდე არ ვიცოდი.
გიორგი, თბილისის 132-ე საჯარო სკოლა, XI კლასი





















