რას გააკეთებ?

გუნდურად იმუშავებ რეალურ ორგანიზაციულ გამოწვევებზე, რომლებსაც კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციები პროექტების სახით მოგაწვდიან.პროექტები განსხვავებული შინაარსისა და ფორმატის იქნება და შეიძლება საჭიროებდეს: მარკეტინგული კვლევის ჩატარებას; კონკურენტების ანალიზს; ღონისძიების დაგეგმვას; პროდუქტის განვითარებას და სხვ.ჩაერთვები გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გლობალური სტიპენდიის პროგრამის (Chevening) კურსდამთავრებულების მიერ ორგანიზებულ ვორქშოფებში: ლიდერობა; კომუნიკაცია; გუნდური მუშაობა; დროის მართვა;
რატომ გამოწვევა?
დამსაქმებლის გამოწვევის პროგრამა რეალური სამუშაო გარემოს სხვადასხვა მახასიათებელს იმეორებს:
-
გუნდის წევრებთან ერთად იმუშავებ საერთო მიზნის მისაღწევად.
-
ყოველთვის არ დაეთანხმები გუნდის წევრებს და უთანხმოებების მოგვარება კონსტრუქციულად მოგიწევს. ორგანიზაციული პრობლემის გადაჭრისას სრული თავისუფლება გექნება.
-
წარმოდგენილ პროექტში ვერ იპოვი ყველა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება დაგჭირდე.
-
პრობლემის გადასაჭრელად დრო შეზღუდულია, შესაბამისად,შენი და თქვენი გუნდის წევრების დრო სწორად უნდა მართოთ.
-
მოგიწევს, გამოავლინო შეუპოვრობა და კრეატიულობა.
პროექტის წარმატებით დასასრულებლად ერთმანეთს მოტივაცია უნდა მისცეთ.

რას შეგძენს პროგრამა?

შესაძლებლობა გექნება:
-
განივითარო პოტენციური დამსაქმებლებისათვის მნიშვნელოვანი ტრანსფერული უნარები.
-
გაეცნო პოტენციური დამსაქმებლების მუშაობის პრინციპებს.
-
დაამყარო პროფესიული კონტაქტები.
-
გაიმრავალფეროვნო CV და LinkedIn-ის პროფილი