top of page

ოქროს კომპასმა "ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდოს" ლიცენზია მიიღო
პირველად საქართველოში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არაფორმალური განათლების პროგრამა, ედინბურგის ჰერცოგის საერთაშორისო ჯილდო საქართველოში მცხოვრები ყველა ახალგაზრდისათვის ხელმისაწვდომი გახდა!
ოქროს კომპასმა პროგრამის განმახორციელებელი ცენტრის ლიცენზია მოიპოვა!
პროგრამა 14-24 წლის ახალგაზრდებს ეხმარება:
• გაიმყარონ საკუთარი თავისადმი რწმენა;
• ისწავლონ კონკრეტული მიზნების დასახვა;
• აღმოაჩინონ ახალი ინტერესები და ნიჭი;
• გახდნენ მოხალისეები და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები;
• გაჯანსაღდნენ ფიზიკურად და მენტალურად;
• გაიჩინონ ახალი მეგობრები და შეიძინონ დაუვიწყარი მოგონებები;
• მოიპოვონ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი;
• გამოირჩნენ ათასობით აპლიკანტისგან მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტსა თუ დამსაქმებელ ორგანიზაციაში.
bottom of page
