top of page

დამსაქმებლის გამოწვევა

ბრიტანული არაფორმალური განათლება უკვე საქართველოშია!

WhatsApp Image 2025-09-10 at 9.51.52 PM.jpeg
 ოქროს კომპასი, როგორც არაფორმალური განათლების ცენტრი, ერთი მთავარი მიზნით შეიქმნა, დაგვეკავშირებინა პროფესიონალები, რომლებმაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში დააგროვეს უნიკალური ცოდნა და გამოცდილება, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. ჩვენ, კომპასელებს კარგად გვესმის, რამდენად კრიტიკულია ახალგაზრდა თაობისთვის ტრანსფერული უნარების განვითარება და პერსპექტივების სწორად დანახვა, სწორედ ამიტომ დავიწყეთ პროექტი "დამსაქმებლის გამოწვევა"     

რა არის "დამსაქმებლის გამოწვევა"?

icon-ucl-logo-800x500.png

 პროგრამა ადაპტირებულია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტის "დამსაქმებლის გამოწვევის პროგრამის" ნებართვით და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, განივითარონ ტრანსფერული უნარები, შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებელს, დაამყარონ პროფესიული კავშირები და გაიმრავალფეროვნონ რეზიუმე ისეთი გამოცდილებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტების სტუდენტებს ეძელვათ

როგორ მუშაობს პროექტი?

ახალგაზრდები იმუშავებენ საქართველოში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციის რეალურ გამოწვევებზე. სტუდენტებს მოუწევთ, მოიფიქრონ პრობლემური ქეისის გადაწყვეტის საუკეთესო გზა და წარადგინონ ჩივნინგის სტიპენდიანტებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, რომელიც გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს. 

PHOTO-2025-09-10-21-57-08.jpg

რატომ უნდა გამოიყენო ეს შანსი?

 ეს უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოში მცხოვრები სტუდენტებისთვის, ერთი მხრივ, განივითარონ დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანი უნარები, მეორე მხრივ კი, პირისპირ შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს. პროექტის დასრულების შემდგომ, სერტიფიკატის მიღებასთან ერთად, კომპასელი გახდები. იყო კომპასელი ნიშნავს, რომ შენ ბრიტანულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისწავლე და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის.

bottom of page